ლოკონიკა ჯორჯი გარდაიცვალა

ჰავაის კუნძულების ტერარიუმში ჯორჯი გარდაიცვალა, უკანასკნელი წარმომადგენელი ლოკოკინების Achatinella apexfulva სახეობის – გაზეთ New York Times-ზე დაყრდნობით “ბიბისი” წერს.
ჯორჯმა ტერარიუმში 14 წელი გაატარა, რაც საკმაოდ ხანგრძლივად ითვლება მოლუსკთა სახეობისთვის. მისმა სიკვდილმა კიდევ ერთხელ შეახსენა მეცნიერებს იმის შესახებ, რომ ჰავაიზე ლოკოკინების უამრავი სახეობა ცხოვრობდა, რომელიც დღეს უკვე გადაშენებულია.

ყოველდღე, მსოფლიოში ათობით სახეობა ცოცხალი ორგანიზმი ქრება დედამიწიდან. ამის ძირითადი მიზეზი ცივილიზაციის ანთროპოგენური ზეწოლაა.

ოდესღაც ჰავაის კუნძულებზე ლოკოკინების 750 სახეობა ცხოვრობდა. ახლა მათგან თითქმის ნახევარია დარჩენილი.
2017 წელს მეცნიერებმა ჯორჯის უჯრედები აიღეს და შეინახეს იმის იმედით, რომ ოდესღაც ისწავლიან ლოკოკინების კლონირებას.

banner
წინა სტატიაშიუძველეს ადამიანებს სექსი ნეანდერტანელებსა და სხვა პრიმატებთან ხშირად ჰქონდათ
შემდეგი სტატიასაფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” პროტესტზე 80 ათასი ადამიანი გამოვიდა