“ლოკომოტივის” ფეხბურთელმა სტამბულში თამაშზე მაისური ჩაიცვა, სადაც პუტინი ეხატა

25მოსკოვის “ლოკომოტივის” ნახევარმცველმა, დიმიტრი ტარასოვმა “ფენერბახჩესთან” გუშინ სტამბულში გამართული მატჩის შემდეგ, სათამაშო მაისური გაიხადა და მოედანი შემოიარა მაისურით, სადაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ეხატა წარწერით “ყველაზე ზრდილობიანი პრეზიდენტი”.

მოგვიანებით ტარასოვმა პრესასთან განაცხადა: “ეს ჩემი პრეზიდენტია, მე მას პატივს ვცემ და გადავწყვიტე მეჩვენებინა რომ მე ყველგან მასთან ვარ და მზად ვარ მას მხარი დავუჭირო”.
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის კლუბი ფეხბურთელის აღნიშნული მოქმედების გამო, შესაძლებელია უეფამ დააჯარიმოს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ბუტროს ბუტროს-გალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – გოგი თოფაძის განცხადებები დამაზიანებელია კოალიციის იმიჯისთვის