ლოიდ ოსტინის განცხადებით, ვაშინგტონი და მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას იმდენს ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი და მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, რათა დაეხმარონ მას რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, იმდენ ხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება.

„ჩვენ ვესწრაფვით უკრაინის დახმარებას და მისი სუვერენული ტერიტორიის დაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან ლატვიელ კოლეგასთან არტის პაბრიქსთან შეხვედრისას.

ლოდი ოსტინმა ასევე დაადასტურა ნატოს ვალდებულება ბალტიის რეგიონში მუდმივ როტაციულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, ალიანსის მარჯვენა ფლანგის დაცვის მიზნით.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, რუსეთმა გაგზავნა თავისი საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში, მაგრამ ინარჩუნებს საჰაერო და საზღვაო პოტენციალს რეგიონში, მიუხედავად უკრაინაში განცდილი მნიშვნელოვანი დანაკარგებისა.

ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნატო არ ცდილობს კონფრონტაციას მოსკოვთან და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილს უკრაინის თემა აინტერესებს, აგვისტოს ომზე ერთი განცხადება არ გაუკეთებია – ადვოკატი
შემდეგი სტატიასამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ