ლოიდ ოსტინი – რუსეთ-უკრაინის ომის ფსონები დიდია, ყველანი ნაკლებად დაცული ვიქნებით, თუ ტირანები იფიქრებენ, რომ საზღვრების გათელვა შეუძლიათ

ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ ორდღიან შეხვედრაზე, სადაც მათ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვიც შეუერთდა. მედიის ცნობით, ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღებას აპირებენ და ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ნატო-ს წევრები ნაკლებად დაცული იქნებიან, თუ ტირანები იფიქრებენ, რომ საზღვრების გათელვა შეუძლიათ.

„ეს კრიტიკული მომენტია. ამ ომის ფსონები დიდია. უკრაინის გადარჩენა, რა თქმა უნდა, მთავარია, მაგრამ ასევეა ჩვენი, ყველასი. არცერთ ჩვენგანს არ სურს, იცხოვროს სამყაროში, სადაც პუტინი იმარჯვებს. ჩვენ, ყველანი ნაკლებად დაცული ვიქნებით, თუ ტირანები იფიქრებენ, რომ საზღვრების გათელვა შეუძლიათ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანის განცხადების გამო, ბელარუსმა ერევნიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
შემდეგი სტატია„ჩინეთის მიერ ორგანიზებულ BRICS-ის თამაშებზე ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ცალკე სახელმწიფოებად წარმოდგენა ქართული ოცნების მათთან სტრატეგიული პარტნიორობის საზიანო საფუძვლებზე უსვამს ხაზს“ – გიგი წერეთელი