ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აშშ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში ბოლოდროინდელი ძალადობის მიზეზებს იკვლევს

შეერთებული შტატები იკვლევს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში ბოლოდროინდელი ძალადობის მიზეზებს.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„რაც შეეხება მოლდოვაში ბოლოდროინდელი ძალადობის შესახებ ინფორმაციას, ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ ამის მიზეზს, ჯერ კიდევ კეთდება ანალიზი. ნამდვილად არ ვიცი, რა არის ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული დავრჩებით“, – განაცხადა ოსტინმა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა სანქციები დაუწესა 50 რუსულ კომპანიას, მათ შორის „გაზპრომს“
შემდეგი სტატიავიმედოვნებთ, რომ რუსული ნავთობის ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში ვიპოვით – ჰაბეკი