“ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება” – აბაშიშვილი კობახიძის მუქარას პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში შეიძლება კვლავ შეიცვალოს პოზიცია და მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით აღარ ჩატარდეს.

გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ თუ კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს ქვეყანაში საკონსტიტუციო მოდელები, მაშინ უფრო ლოგიკური იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაიწეროს – “ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის”.

,,დღეს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გაგვაცნო მისეული ხედვა ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე. თუ კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს ქვეყანაში საკონსტიტუციო მოდელები, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპამ შეაჩერა ბიძინა ივანიშვილი – ნიკა მელია სტრასბურგის სასამართლოზე
შემდეგი სტატია“ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეების აქცია მთავრობის კანცელარიასთან და ულტიმატუმი ხელისუფლებას