“ლოგიკას ვერ ვხედავ” – ბესელია უშიშროების საბჭოზე

ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას აგრძელებს და აცხადებს, რომ ლოგიკური არაა დღეს უშიშროების საბჭოზე ძალოვან უწყებებს საფრთხეებზე ელაპარაკო, როდესაც გუშინ უსაფრთხოების მექანიზმების დასუსტებაზე მიმართავდა პარლამენტს:

“რომ ვაკვირდები, ლოგიკას ვერ ვხედავ გუშინდელ ქმედებასა და დღევანდელ ქმედებას შორის. უშიშროების საბჭო უნდა შეიკრიბოს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ამ საბჭოს ხელმძღვანელობს და მას მნიშვნელოვანი ფუნქციები აბარია, შეიძლება „მოსმენების კანონზე“ ისეთ შენიშვნებს უგზავნიდე პარლამენტს რაც გუშინ იქნა პრეზიდენტის წარმომადგენლების მიერ გაზიარებული? წაიკითხეთ იქ რა წერია? საიდუმლო დოკუმენტზე გვეუბნება, რატომ არ არის ღია და გახსნილი. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის ღია და გახსნილი ტექნიკური ნაწილი, რომელიც საიდუმლოა. ასეთ რაღაცაზე რომ გველაპარაკება რა ჰქვია ამას?“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ბიზნეს-სექტორს საგადასახადო სამართლის საკითხები გააცნეს
შემდეგი სტატიაეკა ხოფერია: ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, მძიმე ვითარებაა