,,ლოცვა დღეში 8000-ჯერ,, – კადიროვის ბრძანება ჩეჩნურ პოლიციას

BRZANEBA-CHECEHEN-POLICEრუსული მედია აქვეყნებს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაცემული ბრძანების დოკუმენტს, სადაც მინისტრი რუსლან ალხანოვი პოლიციისაგან მოითხოვს პრეზიდენტ რამზან კადიროვის დავალების შესრულებას, რაც თითოეულ პოლიციელს დღეში 8.000-მდე მოკლე ლოცვის ჩატარებას აიძულებს…

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეფონოგრამაში საუბარია წინასწარმეტყველ მუჰამედისადმი აღვლენილ ლოცვაზე (სალავატი) რომელიც კადიროვის ბრძანებისამებრ თითოეულმა პოლიციელმა დღეში იმდენჯერ უნდა წაიკითხოს, რომ 20 ნოემბრიდან 25-27 დეკემბრამდე (წინასწარმეტყველის დაბადების დღემდე) 300.000-ზე ნაკლები არ დაუგროვდეთ. ლოცვების წაკითხვის რაოდენობას, პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელები დაითვლიან და ანგარიშს ყოველკვირეულად ზემდგომებს წარუდგენენ, ნათქვამია გავრცელებულ დოკუმენტში.

კადიროვის დავალების აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულმა პოლიციელმა მინიმუმ 5 წამიანი ლოცვაც რომ ჩაატაროს, მას კადიროვის გეგმის შესასრულებლად, დღეში  სულ ცოტა 12 საათი ამ პროცედურებზე დაეხარჯება და დანარჩენ დროს ძილს თუ არა, სამსახურს ნამდვილად ვერ მოახმარს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშითურქებმა და უკრაინელებმა ერთმანეთს კლიპები მიუძღვნეს (VIDEO)
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: რუსეთი და თურქეთი თუ არ მორიგდა, ყველა შეიძლება დაზარალდეს