18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

„ლობიო გაძვირდა და ჩემპიონატი გვავიწყდება?“ — „უცნობი“ საზოგადოებას აკრიტიკებს

„2029 წელს საქართველოში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს. ეს ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი მოვლენაა“, -ამბობს „უცნობი“ საკუთარ საავტორო გადაცემაში. მისი შეფასებით, ქვეყანაში ამ ფაქტს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
„ამაზეაც ატეხეს ერთი ამბავი. რა დროს ჩემპიონატია, ბავშვებს შია, ხორცი ძვირდება, რა შუაშია საერთოდ. თქვენ იცით, რამხელა ამბავი შეიძლება მოჰყვეს ამას?“-აღნიშნავს იგი.
მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის სპორტული ღონისძიება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის განვითარებას: „ინფრასტრუქტურის განვითარება, სტადიონების მშენებლობა, ახალი პროექტები. ეს ყველაფერი შემდეგ ბიუჯეტის ზრდასა და ეკონომიკურ აქტივობას ნიშნავს. თქვენ ეს პროცესი გესმით?“
„თუ ყველაფერი მარტო იმაზე დავიყვანეთ, რომ ლობიო ძვირია თუ იაფი? კუჭის პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ მთელი ქვეყნის პერსპექტივის ნაცვლად?“ — ამბობს ის.
„უცნობი“ ასევე აღნიშნავს, რომ ჩემპიონატის მასპინძლობა ქვეყნისთვის უნიკალური შესაძლებლობაა: „მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შანსი გვაქვს, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, აშენდეს ახალი სტადიონები და გაძლიერდეს სპორტული ბაზა“.
მისივე თქმით, ამ პროცესს საზოგადოების ნაწილში მაინც სკეპტიკური დამოკიდებულება მოჰყვა: „არ უნდათ, არაფერი მოსწონთ. ყველაფერზე მხოლოდ ნეგატიური რეაქციაა თითქოს ყველაფერი ‘დიშოვი’ თემებია: ბავშვებს პური არ აქვთ, ხორცი გაძვირდა, და რა დროს ჩემპიონატია“.
ამ კონტექსტში ის ასევე ამახვილებს ყურადღებას ეკონომიკურ აღქმებზე: „ყველაფერი იმაზე დაიყვანეს, რომ “ხან 5 თეთრით და 5 ლარით და რაღაცებით ვლაპარაკობთ”, როცა ამხელა მასშტაბის საქმეები წყდება“.
მისი შეფასებით, საჭიროა უფრო ფართო ხედვა და გრძელვადიან შედეგებზე ფოკუსირება, ვიდრე მხოლოდ ყოველდღიური სოციალური პრობლემების ჭრილში მსჯელობა.

banner
წინა სტატიაში“ბოლო იმედი თქვენი თანადგომაა” – 22 წლის ბიჭს საზოგადოების დახმარება სჭირდება
შემდეგი სტატიარუსებმა ხარკოვსა და ხერსონს დაარტყეს – არის მსხვერპლი