ლიზ ტრასი – მსურს, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, მისი სურვილია მოლდოვაში თანამედროვე იარაღი გააგზავნონ, იმისთვის, რომ ქვეყანა რუსეთის შეჭრის საფრთხისგან დაცული იყოს და ამ საკითხზე ნატო-ს მოკავშირეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მსურს, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო. ეს არის დისკუსია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, – აღნიშნა ლიზ ტრასმა The Telegraph-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, უკრაინის დედაქალაქ კიევში განცდილი მარცხის მიუხედავად, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, უფრო „დიდი რუსეთი“ შექმნას.

„პუტინმა აბსოლუტურად მკაფიოდ აჩვენა თავისი ამბიციები, შექმნას უფრო დიდი რუსეთი – ის რომ კიევის აღების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, არ ნიშნავს, რომ მან ამ ამბიციებზე უარი თქვა“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა.

The Telegraph-ი წერს, რომ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში ნატო-ს წევრები მოლდოვას მიაწვდიან თანამედროვე იარაღს, ჩაანაცვლებენ საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობას და მოამზადებენ ჯარისკაცებს მის გამოყენებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა იზიუმთან ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი ააფეთქეს – ობიექტი სრულად განადგურდა