ლივერპულისა და პორტუგალიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი დიოგო ჟოტა ავტოავარიაში დაიღუპა.
ავტომანქანას, რომლითაც გადაადგილდებოდა, გადასწრების დროს საბურავი მოწყდა, რის გამოც გზიდან გადავარდა და ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
დიოგოსთან ერთად დაიღუპა მისი 26 წლის ძმაც.
28 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ იქორწინა.