ზურაბ ნასარაია – ყველაფერს გავაკეთებ, რომ გურულებმა უკეთესად იცხოვრონ

 

გურია ჩემი მშობლიური მხარეა, შესაბამისად, ამ რეგიონს ძალიან კარგად ვიცნობ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს გურიის მხარის ახალმა გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ განუცხადა.

მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენს კუთხეს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვისა და გამოყენებისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ადგილობრივი რესურსების პროფესიულ გადამზადებას და მათი დასაქმებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. გურულებს ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა უკეთესად იცხოვრონ“,-აღნიშნა ნასარაიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შვიდი რეგიონის ახალი გუბერნატორები დღეს წარადგინა.

banner
წინა სტატიაშისააქციო საზოგადოება “ახმეტის ღვინის ქარხანა” დღეიდან დასეტყვილი ყურძნის მიღებას იწყებს
შემდეგი სტატიასაქსტატი – 2018 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია