ლიტვურ-ქართული სასაუბროს – “გავიცნოთ ლიტვა და შევეცადოთ ვისაუბროთ ლიტვურად” პრეზენტაცია გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვურ-ქართული სასაუბროს – “გავიცნოთ ლიტვა და შევეცადოთ ვისაუბროთ ლიტვურად” პრეზენტაცია გაიმართა. სასაუბრო საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოიცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და საქართველოში ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირებისა და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი გამოხატულებაა, რაც ხელს უწყობს ლიტვის პოპულარიზაციას საქართველოში. მინისტრის მოადგილე მიესალმა მომავალში მსგავსი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას სხვა ქვეყნების საელჩოების მხრიდანაც, რათა კულტურული და ხალხთაშორისი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდეს.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ასევე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ლიტვური ენის ცენტრის სტუდენტები.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალმა დემოკრატებმა” აქცია სახელწოდებით “უპატრონო ქალაქი” გამართეს
შემდეგი სტატია16 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი ბაღდათში