ლიტვის სასამართლო 1991 წლის საქმეზე გორბაჩოვს დაკითხავს

ვილნიუსის სამხარეო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, მოწმის სახით საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი 1991 წელს ვილნიუსის ტელეცენტრზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე დაკითხოს.
იანვარში ლიტვის პროკურატურამ აღნიშნულ მოვლენებზე დაუსწრებლად საბჭოთა კავშირის თავდაცვის ყოფილ მინისტრს დმიტრი იაზოვს წაუყენა ბრალდება “160 კაციანი დაჯგუფების შექმის გამო, რომელთა მიზანი და დანიშნულება ლიტვის საბჭოთა კავშირში დაბრუნება იყო”. 2012 წელს რუსეთმა გორბაჩოვის დაკითხვაზე უარი განაცხადა.

1991 წლის 13 იანვარს საბჭოთა მეომრებმა ვილნიუსის ტელეცენტრზე შეტევა განახორციელეს, რომლის დროსაც 15 ადამიანი დაიღუპა და 600-მდე დაიჭრა. აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე წელში აღიძრა. 2010 წელს კი 23 ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს, მათგან უმეტესობა რუსები არიან, ორი კი ბელორუსის მოქალაქე. აღნიშნულ საქმეზე ხანდაზმულობის ვადა გაუქმებულია. ეჭვმიტანილების ძებნა ევროკავშირის ტერიტორიაზეა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშისოხუმში ტელევიზიის აფეთქების ადგილიდან ვიდეო ვრცელდება
შემდეგი სტატიავახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა, შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს