ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში გრძელდება.

საქართველოს მთავრობის მეთაურის პატივსაცემად, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსის სახელით, ოფიციალური სადილი გაიმართა.

მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის მეთაურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ოფიციალურ სადილს საქართველოსა და ლიტვის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში,,ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც ნატო-ს სამხედრო მოსამსახურეების გვერდით დგანან”
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5 %-მდე გაზარდა