ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

“მოვინახულეთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი ოძისის რაიონში. რუსეთის მხრიდან მუდმივი უკანონო ბორდერიზაციისა და მძიმე სამხედრო ინვესტირების მოწმენი გავხდით. ძლიერი მხარდაჭერას ვუცხადებთ EUMM-ს მუშაობას. რუსეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა”, – ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლანდბერგისის სიტყვებს ციტირებს.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში 27 აპრილს, ჩამოვიდა. საქართველოში მისი ვიზიტი 29 აპრილს დასრულდება რის შემდეგაც ის აზერბაიჯანში გაემგზავრება.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცა
შემდეგი სტატიალილუაშვილი: ცხინვალის ე.წ. მთავრობას, მოსახლეობის დიდ ნაწილსაც არ აქვთ პრეტენზია, რომ შესაძლოა, რუსეთის ნაწილი გახდნენ