ლიტვის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ვულოცავ საქართველოს და უკრაინას ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებულ პოზიტიურ შეფასებას“

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ლიტველი ხალხის სახელით საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის 98-ე წლისთავს ულოცავს. როგორც ლიტვის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ ბოლო 25 წლის განმავლობაში დასავლური ერების საზოგადოებისკენ მიმავალი გრძელი გზა გაიარა. “საერთო ღირებულებებმა, თავისუფლების სიყვარულმა და დემოკრატიულმა არჩევანმა გადააქცია საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ლიტვა გააგრძელებს ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში პარტნიორებTან და მოკავშირეებთან საქართველოს მჭიდრო კავშირების აქტიურ მხარდაჭერას. ვუსურვებ თქვენს ქვეყანას ერთიანობას და კონსოლიდაციას თავისი არჩევანისკენ მიმავალ გზაზე, რაც წარმატებულ უსაფრთხო ევროპული სახელმწიფოს შენებას გულისხმობს”, – ნათქვამია ლიტვის პრეზიდენტის განცხადებაში.

დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს წარმატება, კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება
შემდეგი სტატიაწმინდა სინოდის სხდომის ოქმი – რა საკითხების განხილვა მოხდა საპატრიარქოში