ლიტვის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთი იქცევა როგორც ტერორისტი

დალია გრიბაუსკაიტე

,,ჩვენ ვხედავთ, როგორ იბრძვის უკრაინა თავის აღმოსავლეთში, მთელი ევროპის მშვიდობისათვის. ყველა სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და თავიანთ ტერიტორიებზე უფლებების უზენაესობისათვის”,- განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლოს პუტინს 2010 წელს შეხვდა, მაშინ როცა ის პრემიერის პოსტს იკავებდა რუსეთში და არ აპირებს შეხვდეს ახლო მომავალში, მანამ სანამ რუსეთი ,,სხვანაგვარად,, არ მოიქცევა.
,,ჩვენ ვხედავთ განსხვავებას იმ ქვეყანას, რომელიც თავს იცავს და აგრესორ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ თავს ესხმის და მხარს უჭერს ტერორისტებს, არამედ თავადაც იქცევა როგორც ტერორისტი”,- განაცხადა გრიბაუსკაიტემ რუსეთზე საუბრისას.
ლიტვის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა მრავალმხრივ დახმარებას უწევს უკრაინას, ისეთ საკითხებში, როგორიცაა უკრაინულ-პოლონურ ბატალიონებში ჯარისკაცების მომზადება, ინსტრუქტორებით დახმარება, უკრაინელი ჯარისკაცების მკურნალობა ლიტვურ ჰოსპიტალებში.

,,თუმცა დახმარების ფორმები შეზღუდული არაა და არსებობს სხვა ფორმებიც, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს”,- განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

პუტინის მიერ ,,სამხრეთ ნაკადის,, პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით, ლიტვის პრეზიდენტმა გრიბაუსკაიტემ განაცხადა: ,,ეს პუტინმა კი არ გააჩერა, პუტინი თვითონ გააჩერეს! ევროკავშირმა, მიუხედავად ყველაფრისა, ამ პროექტთან მიმართებაში მაინც აჩვენა, რომ დაუშვებელია ნავთობი და გაზი პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტად გამოიყენო,, ,,პუტინი, რომ არ გაეჩერებინათ, ის ევროპის სიღრმეში გააგრძელებდა სვლას და არა მარტო ეკონომიკური საშუალებებით,, აღნიშნავს ლიტვის პრეზიდენტი უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში2014 წლის ბიუჯეტი შესრულდა
შემდეგი სტატიამამა ილია კარტოზიას გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს