ლიტვაში საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე დააკავეს

რუსეთის მოთხოვნით ლიტვაში საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ზურაბ მაისურაძე რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ლიტვაში კიევიდან ჩაფრენისთანავე აიყვანეს.

ინფორმაციას ლიტვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსი ადასტურებს. მისი თქმით, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსს ზურაბ მაისურაძეს რუსეთი ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობას ედავება და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობის სანქცია უკვე გასცა. მისი ექსტრადირების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

banner
წინა სტატიაშისოფიო კილაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიასირცხვილის კორიდირი რუსთავის მერიასთან – სტუდენტები მგზავრობის ფასის მატებას აპროტესტებენ