ლიტვამ EU-ს სანქციები უნდა განახორციელოს, არანაირი დერეფანი არ იქნება – ნაუსედა კალინინგრადზე

ლიტვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციის ექსკლავის, კალინინგრადის მიმართ დაწესებული შეზღუდვები აუცილებლად გატარდება და გამონაკლისის სახით “დერეფანი” არ შედგება.

“თემა ახალი არაა – კალინინგრადის ტრანზიტი მოქმედებს 2004 წლიდან, როცა ლიტვა ევროკავშირში შევიდა. ტრანზიტის პირობები განხილულია შეთანხმებაში ევროკავშირსა და რუსეთს შორის, რისი შესრულებაც ცალმხრივად პასუხისმგებელია არა ლიტვა, არამედ ევროკავშირი. ახალი ამ თემაშ არის ის, რომ ევროკავშირის მიერ, ლიტვის აქტიური მონაწილეობით, რუსეთის წინააღმდეგ მიღებული იქნა სანქციების მეოთხე პაკეტი, რაშიც შედის გარკვეული საქონლის ჯგუფები (ფოლადი და შავი ლითონები, ფუფუნების ნივთები), რის შემდეგაც გაჩნდა შეკითხვა, როგორ უნდა განხორციელდეს ეს სანქციები კალინინგრადის ტრანზიტის მიმართ.

ეს თემა განვიხილე ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურსულა ფონ დერ ლეიენთან. სავსებით ცხადია, რომ ლიტვამ უნდა გაატაროს და გაატარებს ევროკავშირის სანქციებს. ლიტვამ უნდა შეინარჩუნოს და შეინარჩუნებს კონტროლს საქონელზე, რომელიც თავის ტერიტორიაზე გადის და არანაირ “დერეფანზე”, ისევე როგორც კრემლის საფრთხის პასუხად დათმობაზე საუბარი არ იქნება”. – წერს ნაუსედა საკუთარ Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა ივლისში აშშ-სგან დახმარების მორიგ პაკეტს მიიღებს, მათ შორის შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს
შემდეგი სტატიამარნეულში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა – შემთხვევას 1 ადამიანი ემხსვერპლა