ლიტვადან ყოველ საათში 4-5 ადამიანი მიდის ემიგრაციაში

ლიტვადან ყოველ საათში 4-5 ადამიანი მიდის ემიგრაციაში

4დღეში ქვეყანას 100 ადამიანი ტოვებს, წელიწადში კი – 35 ათასი – ამის შესახებ დღეს ვიტაუტას დიდის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე განაცხადეს.
“ლიტვა, მოსახლეობის შემცირების მხრივ, როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში პირველ სამეულშია. ტენდენცია 1992 წლიდან არსებობს და დეპოპულაცია ინტენსიური ხდება” – განაცხადა პროფესორმა ვლად სტანკუნენემ.
მისი თქმით, ყველაზე აქტიურად ქვეყნიდან ახალგაზრდები გადიან, ამასთანავე, ქვეყანაში პენსიონერების რაოდენობა იზრდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამომხმარებლო ნივთებზე მოთხოვნა მცირდება, რაც ავტომატურად ბიზნესის ნგრევას იწვევს, განსაკუთრებით, სოფლებში.
პროფესორის თქმით, ლიტველები, ძირითადად, ევროპის ქვეყნებში მიდიან, პირველ რიგში, დიდ ბრიტანეთში, სადაც ანაზღაურება 4-5-ჯერ მაღალია, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვს კრიმინალური განუკითხაობა ემუქრება
შემდეგი სტატიასირიის ოპოზიცია ალეპოში შეტევაზე გადავიდა