ლიტვა სააკაშვილს შს მინისტრობას სთავაზობს

მიხეილ სააკაშვილის განცხადება

SAAKASHVILIპარტია “სამართლიანობა და წესრიგის” ლიდერმა, ლიტვას სახელმწიფოს ექს-მეთაურმა როლანდას პაკსასმა, პრემიერ ალგიდრას ბუტიავიჩუსს შს მინისტრის თანამდებობაზე ორი კანდიდატურა შესთავაზა – პავილას გილისი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.

ცხადია, ეს ინფორმაცია შესაძლებელია საპირველაპრილო ხუმრობა აღმოჩენილიყო, რომ არა პარტიის ოფიციალური კომენტარი.
“ვფიქრობ, ეს საუკეთესო არჩევანია, რომელის უმოკლეს ვადაში შეიძლება გავაკეთოთ. ბოლოსდაბოლოს, ლიტვას ღირსეული შს მინისტრი ეყოლება. პარტიის პრეზიდიუმმა გადაწყვიტა, მიხეილ სააკაშვილს არ შესთავაზოს პარტიის წევრობა, თუმცა, ცხადია, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ის მივიღოთ ჩვენს რიგებში” – განაცხადა როლანდას პაკსასმა.

banner
წინა სტატიაში“შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობა” და “რესპუბლიკური პარტია” გაერთიანდნენ”
შემდეგი სტატიაპარიზის ცენტრში აფეთქება მოხდა