ლიტვა “გრუზიას” ოფიციალურად “საქართველოთი” ცვლის

ლიტვის ოფიციალური პირები “გრუზიას” ნაცვლად “საქართველოს” გამოიყენებენ – ამის შესახებ Baltic News Service-ი ავრცელებს. “მაისში ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 100 წლისთავთან დაკავშირებით და ამ სახელს გამოიყენებს” – ქვეყნის მეთაურის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. იგივე განცხადება გააკეთა ლიტვის პარლამენტის სპიკერმა ვიკტორას პრანცკეტისმა. “ის ახალ სახელს გამოიყენებს და მოხარულია ამ გადაწყვეტილების” – სპიკერის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. ინიციატივას მხარს უჭერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა გერმანიას მარქსის ძეგლი გადასცა
შემდეგი სტატიააშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პირადი ექიმი გადადგა