„ლიტვა არის საქართველოს ტრადიციული მხარდამჭერი და დიდი მეგობარი ქვეყანა“

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აფასებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლიტვა ისტორიულად საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანაა, რომელიც განუხლერად ემხრობა ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას. კვირიკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ბოლო ფაზაზე მხარდამჭერი ქვეყნების მობილიზება ძალზედ მნიშვნელოვანია

„ჩვენ ველოდებით ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექნიკურ დასკვნას და შემდეგ უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ამ პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური მხარდაჭერის მობილიზება, განსაკუთრებით ისეთი მეგობარი ქვეყნების, როგორიც ლიტვაა. მოგეხსენებათ, ლიტვა არის ძალიან მქუხარე მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის. ვიზიტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ამაზე მიმდინარეობს საუბარი. განვიხილავთ, ასევე, იმ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაშიც ლიტვა დიდ დახმარებას გვიწევს. საუბარია, ასევე, ეკონომიური ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომლის ერთ-ერთი შედეგი იქნება პირველი სამთავრობათშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, სადაც ხელი მოეწერება სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ორწლიანი თანამშრომლობის გეგმას“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქინძების პარტიას არ ექნება იმის საშუალება, რომ სახელმწიფოში გადატრიალება მოაწყოს“
შემდეგი სტატიაშსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა