“ლიტერა” გახდა კეზერაშვილის პრემია – წულუკიანი

“ჩვენ გვაქვს, გვქონდა უფრო სწორად ლიტერატურული პრემია სახელად “ლიტერა” მე ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას, მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა, “ლიტერა”, სახელმწიფო დონეზე არ იყო საკანონმდებლო არცერთი აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება, ამიტომაც ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს”, – თქვა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგორის საკრებულოს მესამე ვადით, დავით რაზმაძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიათალაკვაძე კელი დეგნანის განცხადებაზე – თუკი ამ ქვეყანაში ტირანია და ავტოკრატიული მმართველობა არსებობდა, ეს სწორედ სააკაშვილის დროს იყო