ლისის ტბასთან მიწის თაღლითურად მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 4 წევრი დააკავა. დაკავებულთა შორისაა, სოფელ ლისში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა წინასწარი შეთანხმებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი 15 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიითვისეს. ნაკვეთის რეალიზაციის შედეგად ბრალდებულებმა მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგახმაურებული მკვლელობა ყიფშიძეზე – მოსამართლის განაჩენი ცნობილია
შემდეგი სტატიანარმანია: გავეცნობით აუდიტის დასკვნას და განცხადებას შემდეგ გავაკეთებთ