ლისი დეველოპმენტმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა

უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ (სს „ლისილეიქ დეველოპმენტმა“) 12,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციებისემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციებისსეგმენტში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა.

ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებულიპირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო. ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდულმა პირებმა, ასევე ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების მოცულობის უმეტესობა არარეზიდენტების განმოზიდული სრულიად ახალი სახსრებია, რაც საქართველოში შემოსული ახალი საინვესტიციო კაპიტალია.

ობლიგაციები დაილისტება საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც ასევეგულისხმობს, რომ ფასიანი ქაღალდი მომავალში დაშვებული იქნება ფასიანი ქაღადლების საერთაშორისო დეპოზიტარი კომპანია ქლიარსტრიმის (ClearstreamBanking S.A.) 1 სისტემაში, რაც ობლიგაციებს ხელმისაწვდომს გახდისსაერთაშორისო ინვესტორებისათვისაც.

„კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ დაარსების დღიდან ამ კვიდრებს საერთაშორისო სტანდარტებს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, იქამდე სანამ კომპანია განათავსებდა საჯარო ობლიგაციებს „ლისი დეველოპმენტი“ გახდა პირველი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში კორპორაციული მართვის გაუმჯობესების და გამჭირვალობის გაზრდის კუთხით.  ასევე, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორების უმეტესობა, რომლებმაც შეიძინეს ჩვენი ფასიანი ქაღალდები არიან არარეზიდენტიპირები, რაც დამატებით მოზიდულ ინვესტიციას გულისხმობს ჩვენს ქვეყანაში. კომპანიის პროექტები აქამდე ფინანსდებოდა მხოლოდ საერთაშორისოსაფინანსო ორგანიზაციების, კერძოდ, FMO-ს მიერ. ვფიქრობთ, რომ საქართველოს კაპიტალის მზარდი ბაზარი კარგი ალტერნატივა იქნება მომავალში კომპანიების დაფინანსებისათვის,“ – აღნიშნა ნოდარადეიშვილმა, ,,ლისი დეველოპმენტის’’ გენერალურმა დირექტორმა.

„აღნიშნული ტრანზაქცია ყველაზე მსხვილი გარიგებაა კორპორაციული საჯაროობლიგაციის სეგმენტში, რომელიც 2018 წელს განხორციელდა. ჩვენ მოხარულივართ, რომ მორიგი შემთხვევაა, როდესაც ვმუშაობთ ინდუსტრიის წამყვანმოთამაშესთან – „ლისი დეველოპმენტთან“ და ვეხმარებით კომპანიასდაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრისმეშვეობით,“ – აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა, „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა. ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა შეადგენს 12,000,000 (თორმეტიმილიონი) აშშ დოლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი – 8%-ს, რომლებიცვადამოსული ხდება 2021 წლის 17 დეკემბერს, გამოშვებულ იქნა 2018 წლის 17დეკემბერს, 10,000 (ათი ათასი) აშშ დოლარი ნომინალური ღირებულებისობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა მოხდება 2021 წლის 17 დეკემბერს, მათი1 hp://www.clearstream.com/clearstream-en/newsroom/180910/98742
ძირი ღირებულებით. ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია ორი მიმართულებით გამოიყენებს: 1) მოზიდული სახსრების ნაწილით დაფინანსდება პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ ბუკნარში; 2) გამოშვებული ობლიგაციების მეორე ნაწილი მოხმარდებალისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 ჰექტარი მიწის ინფრასტრუქტურულგანვითარებას, ,,მწვანე ქალაქი ლისზე’’-ს ტერიტორიაზე ვილების მეორე უბნის შემდგომ განაშენიანებას.

„ლისი დეველოპმენტი“ არის უძრავი ქონების პრემიუმ სეგმენტის წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ჯგუფის ფარგლებში 350ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.  2017 წელსკომპანიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი შავი ზღვის სანაპიროზე და გეგმავს მულტიფუნქციური კომპლექსისა და სასტუმროს განვითარებას. 2018 წლისივლისში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა კომპანიას B+ რეიტინგი მიანიჭა, სტაბილური პერსპექტივით. „ლისი დეველოპმენტი“ერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში საქართველოში, რომელსაცგააჩნია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი. „თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკეროკომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკომომსახურებებს. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა თიბისი ბანკისკორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციოკვლევითი და საბროკერო საქმიანობა. „თიბისი კაპიტალი“ საქართველოსსაფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

banner
წინა სტატიაშიმამა იჭერდა ლექსოს და შვილი უკნიდან ჩეხავდა
შემდეგი სტატიაშსს კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გაჩიანის სასაფლაოზე დამალული ნარკოტიკის მოსაძებნად ერთ-ერთი პარლამენტარიც იმყოფებოდა