ლიპეცკის ქალთა კოლონიის 30 პატიმარი უკრაინის წინააღმდეგ საომრად მიდის

ლიპეცკის ოლქის დასახლება ნოვოუგლიანკას ქალთა შრომა-გამასწორებელი კოლონიის 30-მდე პატიმარი უკრაინაში, რუსეთის მხარეს საომრად წასვლას დათანხმდა და თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა, –

ამის შესახებ გამოცემა Sota პატიმართა ახლობლებზე დაყრდნობით წერს.

ამავე დროს, გამოცემა აღნიშნავს, რომ მისი წყაროსთვის უცნობია კონკრეტული თარიღი, თუ როდის გაემგზავრებიან პატიმარი ქალები საომრად, კონტრაქტის ვადა კი ორწლიანია.

banner
წინა სტატიაშიაღმაშენებელს რომ დაარქმევ პარტიას, არ ნიშნავს, რომ რამეს ააშენებ, ეს არის დამანგრეველი ძალა და უნდათ, ნგრევა ქვეყანაზეც გადაიტანონ – ვოლსკი
შემდეგი სტატიასაზაფხულო სკოლა „მომავლის ელჩები 2023“ წარმატებით დასრულდა