ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი – დრონებით თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ენერგოობიექტიც

ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების იერიშის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. მანამდე ცნობილი იყო ექვსი დაშავებულის შესახებ.

არტამონოვმა ასევე დასძინა, რომ რეგიონში ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმებულია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სამიზნე იყო სამხედრო აეროდრომი, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მეზობელი დასახლებებიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, თუმცა რუსული მხარე არ აკონკრეტებს რომელი. იხილეთ ასევე:

banner
წინა სტატიაშირუსეთის ლიპეცკის ოლქში სამხედრო აეროდრომი იწვის – დრონებით თავდასხმის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა
შემდეგი სტატიამსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა