ლინდსი გრემი – უკრაინა შესაძლოა, უმდიდრესი ქვეყანა იყოს მთელს ევროპაში, არ მინდა, პუტინს მიეცეს წვდომა ამ ფულსა და რესურსებზე, რათა ისინი ჩინეთს გაუზიაროს.

უკრაინას 10-12 ტრილიონი დოლარის კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეული აქვს. შესაძლოა, უკრაინა უმდიდრესი ქვეყანა იყოს მთელს ევროპაში, – ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატრომა ლინდსი გრემმა SBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი და მისი მოკავშირეები უნდა დაეხმარონ უკრაინას ომის მოგებაში.

„უკრაინას 10-12 ტრილიონი დოლარის კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეული აქვს. შესაძლოა, უკრაინა უმდიდრესი ქვეყანა იყოს მთელს ევროპაში. არ მინდა, პუტინს მივცე წვდომა ამ ფულსა და რესურსებზე, რათა ისინი ჩინეთს გაუზიაროს. თუ უკრაინას ახლა დავეხმარებით, ისინი შესაძლოა, საუკეთესო ბიზნესპარტნიორები გახდნენ და ტრილიონობით დოლარის კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეული თვითონ უკრაინამ და დასავლეთმა უნდა გამოიყენოს და არა პუტინმა და ჩინეთმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება უკრაინის ამბავი. მოდით, დავეხმაროთ იმ ომის მოგებაში, რომლის წაგების უფლებაც არ გვაქვს. მოდით, ვიპოვოთ ამ ომიდან გამოსავალი, მაგრამ ისინი ოქროს საბადოზე სხედან, 10-12 ტრილიონი დოლარის ოდენობის კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულის პუტინისთვის გადაცემა, რომელსაც ის ჩინეთს გაუზიარებს, ეს უბრალოდ სასაცილოა“, – აღნიშნა ლინდსი გრემმა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთს როგორ შეიძლება უწოდო სტრატეგიული პარტნიორი, როდესაც ჩინეთის დელეგაცია მოლაპარაკებებში იმყოფება ცხინვალში – ფარულავა
შემდეგი სტატიაიოზვიაკი: ევროკომისია საქართველოზე მოხსენებას, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას გამოაქვეყნებს