ლინდსი გრემი: წარვადგენ რუსეთის წინააღმდეგ ძვლებისდამამტვრეველ სანქციებსა და ტარიფებს

“ჩემთვის ნათელია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის მშვიდობის დასამყარებლად. როგორც მდივანმა რუბიომ თქვა, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა.

მე უკიდურესად სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ რუსეთი მიიღებს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და ძალიან მეეჭვება, რომ მათ სურთ ამ ომის დასრულება. ზელენსკიმ მშვიდობის სურვილის გამოცდა ჩააბარა. ახლა პუტინის გადასაწყვეტია, აჩვენოს თავისი ბარათები.

იმისთვის, რომ მშვიდობისკენ ვისწრაფოდეთ, კვირის ბოლომდე წარვადგენ რუსეთის წინააღმდეგ ძვლებისდამამტვრეველ სანქციებსა და ტარიფებს. თუ ისინი არ დაიცავენ ცეცხლის შეწყვეტას ისეთივე ენერგიით, როგორც უკრაინა, ჯოჯოხეთური ფასის გადახდა მოუწევთ.

ველოდები ჩემს წინადადებაზე ორპარტიულ მხარდაჭერას.”- წერს X-ზე რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი.

banner
წინა სტატიაშილექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიამეუღლის მიმართ ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის დეტექტივი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა