(video) ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს ასოცირების შეთანხმების ამოქმედებას ულოცავს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლას ულოცავს. ლინას ლინკევიჩუსმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა. მიმართვის ბოლოს ის საქართველოს მოსახლეობას ქართულად მიმართავს ფრაზით “საქართველო არის ევროპა”.

ლინას ლინკევიჩუსის თქმით, ამიერიდან ასოცირების შეთანხმება ხდება მთავარი ლეგალური ინსტრუმენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის. ასოცირების შეთანხმება ხსნის საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპულ ბაზარს. მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს როგორც მოლდოვისა და საქართველოს, ისე ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას.

“მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ეს არის ევროპული გზა და ევროპული პერსპექტივა. დღეს ჩვენს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ევროპა რჩება მთავარ მოთამაშედ მსოფლიოში როგორც ეკონომიკის, ისე პოლიტიკის სფეროში. საქართველო არის ევროპა. მოლდოვა არის ევროპა. უკრაინა არის ევროპა”, – ამბობს ლინას ლინკევიჩუსი.

https://youtu.be/ckV05NiZc1Q

banner
წინა სტატიაშისექტემბერში საქართველოში რომის პაპი ჩამოდის
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული ამოცდების მიმდინარეობისას ელეტქრო ენერგია გაითიშა