ლინას ლინკევიჩუსი: საქართველო დიდი ხანია, იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას

საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას, – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

“მე უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. ფორმალური დაბრკოლებები ამ მხრივ არ არსებობს. მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ახლა არის რეალური შანსი, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნას მიღებული”, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ლიტვის მთავარი დიპლომატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ევროპული პოლიტიკის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა. შეხვედრა აღმოსავლეთ პოლიტიკის საკითხებს ეძღვნებოდა.

banner
წინა სტატიაშიასანჟმა პირობა დადო, რომ ჰილარი კლინტონს მასალებით “დაასამარებს”
შემდეგი სტატიასავჩენკო რუსეთის გაეროდან გარიცხვის მოწოდებას აკეთებს