ლინას ლინკევიჩუსი-ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება

ჩვენ ძალიან ხშირად ვმარცხდებით, როდესაც ვერ ვიკავებთ ერთიან, ძლიერ პოზიციას გარდამტეხ მომენტში. ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი ელჩი შვედეთში ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია საქართველოში არსებული კრიზისის გადაჭრა.

„მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია ამ კრიზისის გადაჭრა. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპულ გზაზე დატოვების მცდელობაში“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.

banner
წინა სტატიაშიკოლსი: ოცნების მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ე.წ. ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა
შემდეგი სტატიაკნუტ აბრაჰამი ანალენა ბერბოკს – კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება