ლილუაშვილის სუს-ის ხელმძღვანელად დანიშვნა კანონთან შესაბამისობაში არ არის – ბოკუჩავა

კანონის მოთხოვნა 2 წლიან სტაჟთან დაკავშირებით გრიგოლ ლილუაშვილს არა აქვს შესრულებული. იქიდან გამომდინარე რომ ლულუაშვილი არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, კომიტეტმა საერთოდ უნდა შეწყვიტოს ამ კანდიდატურის განხილვა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს.

“მაინტერესებს აპირებთ თუ არა, რომ აღნიშნული საკითხი მაინც იყოს უნდა იყოს თუ არა განხილული, მას შემდეგ რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ კანონის მოთხოვნა 2 წლიან სტაჟთან დაკავშირებით გრიგოლ ლილუაშვილს არა აქვს შესრულებული. იქიდან გამომდინარე რომ ლულუაშვილი არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, ჩემი აზრით, კომიტეტმა საერთოდ უნდა შეწყვიტოს ამ კანდიდატურის განხილვა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე” -განაცხადა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე, გუშინ მთავრობამ განმარტება უკვე გააკეთა.

“ასევე, კომიტეტს და კომიტეტში მონაწილე დეპუტატებს აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი და სრული შესაბამისობა თავად გადაამოწმონ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კანდიდატურა მის სამუშაო გამოცდილებას და დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება. თქვენც შეგიძლიათ დაესწროთ კომიტეტის სხდომას და ეს შეკითხვაც იქ დასვათ”- მიმართა არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავას.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ანაკლიის პორტის პროექტი ანაკლიის ზღვაში ჩაიძირა
შემდეგი სტატიასუს-ში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ