ლილუაშვილი – “ქართული ოცნების” დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს

“ჩვენ რამდენიმე თვეა უკვე ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანის, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახების ყოველდღიურ სოციალურ, ეკონომიკურ ჯანდაცვის გამოწვევებზე, სამწუხაროდ, ეს ესე არ ხდება. ამ ადამიანებმა უკვე აღარ იციან როგორ მიგვანიშნონ, რომ მათთვის მთავარი პრობლემა დღეს არის გაზრდილი სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია და არ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვებისთვის გაჩაღებული დოღი.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში, “ქართული ოცნების” როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს” – თქვა “ქართული ოცნების” უკვე ყოფილი დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერილია – როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თანამოაზრე, დღეიდან დამოუკიდებელ დეპუტატად გავაგრძელებ საქმიანობას
შემდეგი სტატიაენმ-ს საგანგებო განცხადება – არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას