ლილუაშვილი: პროგრამის ეკონომიკური ნაწილი მოიცავს გადასახადების, განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადის, მოგების გადასახადის შემცირებას

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ოფისის გახსნაზე საუბარი შეეხო გადასახადების შემცირების თემასაც.
„ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გადასახადების შემცირების საკითხი, განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადის, მოგების გადასახადის მიმართულებით, რაც ჩვენს მეწარმეებს და დასაქმებულებს მისცემს დამატებით ფინანსურ რესურსებს, ეკონომიკაში დატოვებს მეტ ფულად რესურსს და დაეხმარება ეკონომიკურ განავითარებს.“ – ამბობს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი

„პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალ რეგიონალურ პოლიტიკას, რომელიც დიფერენცირებულ ყურადღებას აქცევს სხვადასხვა კატეგორიის სოფლებს და დასახლებებს – მცირე სოფლების შემთხვევაში საუბარი გვაქვს ხელშეწყობის ისეთ მექანიზმებზე, რომ მოხდეს ამ სოფლების ეკონომიკური ტრანსფორმაცია – ეს ნიშნავს, დაახლოებით 1400 სოფელში სხვადასხვა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, პირდაპირ დახმარებას და შედეგად თითოეულ მცირე სოფელში სადაც 50 კომლამდე ანუ 200 მოსახლეზე ნაკლები ცხოვრობს – უნდა გაჩნდეს მინიმუმ ერთი წარმატებული მეწარმე.“ – საუბრობს ლილუაშვილი პარტიის პროგრამულ დეტალებზე.

„რაც შეეხება რეგიონალური პოლიტიკის სხვა საკითხებს, აქ მნიშვნელოვანია ფერმერების ხელშეწყობის „1+1“ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ინდუსტრიალიზაციის მეტ შესაძლებლობას სოფლის მეურნეობაში და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოსტპანდემიურ პერიოდში ინვესტიციების ხელშეწყობის პოლიტიკას“ – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სპირიდონმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
შემდეგი სტატიაIDFI: შემაშფოთებელია, რომ დეპუტატები კანონპროექტის განხილვას გამარტივებული წესით ითხოვენ