ლილუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე – ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით, სამწუხაროდ, ესეა ეს ცხოვრება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა 13 სექტემბერს სუს-დან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებზე პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, მის გადადგომასთან დაკავშირებით, ლილუაშვილი ამბობს, რომ “ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის”

“პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე რაც უსაფრთხოებას უკავშირდება. დაელოდეთ გამოძიებას, გამჭვირვალედ მიმდინარეობს საკმაოდ, თითოეულ თქვენგანს გაქვთ საშუალება შეამოწმოთ შედეგი.

ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით სამწუხაროდ, სამწუხაროდ, ესეა ეს ცხოვრება”, – თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
შემდეგი სტატიალილუაშვილი – თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას?!