ლილუაშვილი – პარტნიორებმა დაინახეს, რომ ეროვნული ბანკი იმართება ერთი ტელეფონის ზარით, დაახლოებით ისე, როგორც სასამართლო

მთავარი მოთხოვნა არის თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება, რომელიც პასუხისმგებლობას არიდებს რუსეთის აგენტებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორებმა, მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ყველამ დაინახა, რომ ეროვნული ბანკი იმართება ერთი ტელეფონის ზარით, დაახლოებით ისე, როგორც სასამართლო.

„მოქალაქეობის შეწყვეტა რამენაირად შეცვლის იმ ფაქტს, რომ ეს კაცი ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო და ბრალდებულია „ეფესბეთან“ კავშირში? ან რაიმეთი მის გავლენებს საქართველოში შეასუსტებს? მთავარი მოთხოვნა არის თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება, რადგან ის პასუხისმგებლობას არიდებს ადამიანებს, რომელიც დადასტურებულად რუსეთის აგენტია. ეროვნული ბანკი რომ დაკარგულია და ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება, ესეც შემდგარი მოცემულობაა. ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა არაფრისმომცემია და პრობლემის გადაჭრის გზა. ამიტომ უკაცრავად, სისულელეები არ არის მთავარი, მთავარი არის რუსული ბრძანების გაუქმება. ფარცხალაძეს თუ მოქალაქეობა შეუწყდება, მე მაგალითად, საგამოძიებო კომისიას ვერ დავაინიცირებ ფარცხალაძეზე, ვერ მოვითხოვ, მოვიდეს აქ და კითხვები დავუსვა”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა სენატორებმა სომხეთის მოქალაქეების მხარდაჭერად კანონპროექტი წარადგინეს
შემდეგი სტატიაზბიგნევ რაუ – გვჯერა უკრაინის გამარჯვების, თუმცა მისი პოლიტიკა მავნე და შეურაცხმყოფელია