ლილუაშვილი – მხარი არ დავუჭირე კუჭავას კანდიდატურას, რადგან…

დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით დასახელებული მიზეზები მისთვის გაუგებარია.

ბექა ლილუაშვილის განმარტებით, ვერ ხედავს სიძლიერეს საპარლამენტო ინსიტუტში, როდესაც მმართველი ძალა გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს და სწორედ ამიტომ არ დაუჭირა მხარი კახა კუჭავას კანდიდატურას.

„არ დავუჭირე მხარი კანდიდატურას იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მმართველი გუნდის მხრიდან აქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომელიც აკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. პირველ რიგში მოიაზრებს ძლიერ სახელმწიფი ინსიტუტებს და მე ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსიტუტში, როდესაც მმართველი ძალა ყოველმხრივ გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს და თავისი პარტიის წევრებსაც ბოლო წუთამდე არ უმხელს ამ ინფორმაცის. აქ პერსონალურ შედარებებზე არ უნდა დავიდეთ, აქ საუბარია საქმის გაკეთებაზე. ჩემთვის გაუგებარია, თქვენთვის ამომწურავი იყო ის მიზეზები, რაც დასახელდა? მე საერთოდ არ ველოდებოდი თავმჯდომარის ცვილებას“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯაღმაიძე სამხედრო მანქანებზე – პატრიარქმა რეგიონებში პროდუქტები გაგზავნა
შემდეგი სტატიაკობახიძე მელიაზე – ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან