ლილუაშვილი – მინდია დავითაძეს გათავისუფლების ბრძანება მხოლოდ იმიტომ დააწიეს, რომ ის იყო გახარიას დანიშნული თანამდებობაზე

მინდია დავითაძეს გათავისუფლების ბრძანება მხოლოდ იმიტომ დააწიეს, რომ ის იყო გახარიას დანიშნული თანამდებობაზე, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ,“საქპატენტის” თავმჯდომარე მინდია დავითაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

ლილუაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მსგავსი პოლიტიკური დევნით სახელმწიფო მმართველობის სისტემას ანგრევს.

„გრძელდება პოლიტიკური ნიშნით კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვება. ეს იყო ისეთი ფაქტი, რომელიც ძალიან დრამატულია. ადამიანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მივლინებაში და დააწიეს გათავისუფლების ბრძანება მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო გახარიას დანიშნული თანამდებობაზე. მინდია დავითაძე არის ადამიანი, რომელსაც ეჭირა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა და არავის არასდროს მის კვალიფიციურობასთან დაკავშირებით არ ჰქონია კითხვები. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მსგავსი პოლიტიკური დევნით უბრალოდ ანგრევს სახელმწიფო მმართველობის სისტემას”, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილიეტუვას პრეზიდენტი პარლამენტში შეხვედრას მართავს
შემდეგი სტატიაპანსიონში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები დეპუტატები არიან – პარლამენტის სხდომათა დარბაზში სამოქალაქო აქტივისტმა ფურცლები გადაყარა