ლილუაშვილი – გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია და ყველას უნდა ეხებოდეს, „ენჯეოსაც“, პოლიტიკურ პარტიასაც და პირველ რიგში თავად ხელისუფლებას

ასობით ათასმა მოქალაქემ ტყუილებში ჩაკარგულ „ოცნებას“ პარლამენტიდან კანონი გააწვევინა და მათ თქვეს, რომ ისინი ამ საკითხს არასდროს დაუბრუნდებოდნენ, კარგად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“, როცა კიდევ ერთ პირობასაც არღვევს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ ჯერზე, ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“ მანიპულირებს, თითქოს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას იცავს.

„როდესაც ჩვენს საზოგადოებას გამარჯვება გვაერთიანებს, ივანიშვილი გვყოფს და ცდილობს, პოლარიზაცია გააღრმაოს. ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“ მანიპულირებს იმით, თითქოს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას იცავს. გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია და ეს სტანდარტი ყველას უნდა ეხებოდეს, „ენჯეოსაც“, პოლიტიკურ პარტიასაც და პირველ რიგში თავად ხელისუფლებას. ჩვენ გამჭვირვალობასთან არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს. თუ ვინმეს აქვს გამჭვირვალობის პრობლემა და დისკომფორტს უქმნის ანგარიშვალდებულება, ეს ხელისუფლებაა. სად არია მთავრობის დამალული განკარგულებები? სად არის ქოლცენტრებსა და დასანქცირებულ მოსამართლეებზე საგამოძიებო კომისია? სად არის დეკლარაციებში ნათესავების წრის გაფართოება და სხვა? საქმე ისაა, რომ სახელდებით აგენტის იარლიყის მიწერა უნდათ და ამას თავის გადარჩენის გამო აკეთებენ. ყველა ინსტიტუტი მათ ხელშია და შინაარსობრივად ისედაც ყველა ინფორმაციას ფლობენ, თუ ვინმე კანონს არღვევს, ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. იმოქმედონ, გამოავლინონ და დასაჯონ. როგორ შეიძლება, უცხოურ გავლენაზე ლაპარაკობდნენ და არათუ ათანაბრებდელნენ ოკუპანტს და სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ ოკუპანტ სახელმწიფოზე მეტად ერჩოდნენ და ემუქრებოდნენ სტრატეგიულ პარტნიორს. რუსულის ძახილის ნაცვლად, ადგნენ და დაარწმუნონ ადამიანები, რატომ არ არის ეს კანონი რუსული კანონი და არის ამერიკული. ჩვენთვის ტოლობის ნიშნის დასმა სტრატპარტნიორსა და ოკუპანტს შორის დაუშვებელია. ამიტომ, როგორც წინა ჯერზე, ჩვენ წარვადგენთ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა – ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება ადასტურებს, რომ უკრაინას იარაღად იყენებენ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის შექმნილი Code IT-ის პროექტი გრძელდება