ლილუაშვილი აშშ-ის სანქციებზე: სამწუხარო ტენდენციაა

ვერც მე და ვერც ვერავინ დაადასტურებს, არის თუ არა სიაში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ განმეორდა, რაც განმეორდა წინად სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების, მოსამართლეების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ტონი, რითაც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მეგობარმა ქვეყნებმა ერთმანეთს უნდა ესაუბრონ.

თუმცა, იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პოლიტიკური დუღილი, ტემპერატურა დაიწევს და ისევ ჩვეულებრივ დავუბრუნდებით იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას,-ამბობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშილილუაშვილი: “ბაბლი” შეიქმნა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში – გავიღვიძეთ თბილისში
შემდეგი სტატიაგრიგოლ ლილუაშვილი – მტკიცებულებათა ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ 2023 წელს ძალადობრივი გზით გადატრიალება იგეგმებოდა, საჯარო სივრცეში მოხდა, კიდევ უამრავი მასალა თავის დროს ელოდება