დიდ ლილოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილსის მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოები დიდი ლილოს სხვადასხვა ქუჩაზე: სკოლის, აკაკი წერეთლის, არჩილ მეფის, კოსტავას და ნიავის ქუჩებზე, ასევე სასაფლაოს გზაზე განხორციელდა. დიდი ლილოს ტერიტორიაზე, ასევე, მოწყო ახალი სპორტული მოედანი. ივლისის თვეში კი ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყება.

სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრტიონთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. თბილისი მერმა და სამგორის გამგებელმა მოსახლეობას მიმდინარე პროექტები გააცნეს და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ.

“სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ვახორციელებთ მათი მიმდინარეობის მონიტორინგს. კონკრეტულად ამ დასახლებაში ხუთ ქუჩაზე გზა დაიგო, მოეწყო ორი სათამაშო მოედანი და სკვერი, რითაც მოსახლეობა კმაყოფილია.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მთელი ზაფხულის განმავლობაში განხორციელდება როგორც საგზაო, ასევე სკვერებისა და ბავშვთა სათამაშო მოედნების მოწყობის სამუშაოები. ამას გარდა კეთდება საყრდენი კედლები და მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკას ვირუსის გამავრცელებელ კოღოსთან კავშირში არ არის
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი : ვრჩები ეუთო-ს ვიცე-პრეზიდენტად, მინდა, ეს ბერკეტი ჩემი ქვეყნისთვის გამოვიყენო