ლილოში, ჭირნახულის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ლილოში, ჭირნახულის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

6 ივნისს, ლილოში მდებარე ე.წ. “ჩინური ქალაქის” ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესახებ 112-ში შეტყობინება საღამოს ​22:35 საათზე შევიდა. ადგილზე დაუყოვნებლივ 70-მდე მეხანძრე-მაშველი, 14 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ჯგუფი გავიდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით ხანძარი სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვადასხვა ტიპის სარეალიზაციო პროდუქციას გაუჩნდა,

ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიხევსურეთი და თუშეთი, შესაძლოა, რუსეთს დარჩეს
შემდეგი სტატიამამუკა ჭელიძე: დღეს 10 მცირეწლოვნის უკრაინაში უსაფრთხოდ გადაყვანა მოხდება