2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ლილოს სამედიცინო ცენტრი გაქურდეს

ლილოს სამედიცინო ცენტრი გაქურდეს – წაღებულია სამედიცინო აპარატურა და კომპიუტერული ტექნიკა. როგორც თანამშრომლები ყვებიან, დილით სამსახურში მისულებს შემზარავი სურათი დახვდათ – სათვალთვალო კამერები გათიშული იყო, კავშირის სადენები ჩაჭერილი, ხოლო, ექიმების ოთახები გაძარცვული.

ადგილზე ფიქრობენ, რომ ქურდობაში ეჭვმიმიტანილებს წინასწარ ჰქონდათ გეგმა შედგენილი, რადგან იცოდნენ  როგორ უნდა ჩაეხხსნათ სამეთვალყურეო სისტემა, რომ ისინი კამერებში არ გამოჩენილიყვნენ. დილიდან ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც კლინიკის დირექტორი “პირველებთან” ამბობს, საჭირო გამოკვლევების ჩატარებას სამედიცინო ცენტრში პრობლემები შეექმნა.

,,მეორე სართულის ფანჯრიდან არიან გადასულები. წაღებულია კომპიუტერები, ლეპტოპები, აპარატურა. ეს გახლავთ პოლიკლინიკა, როემლიც ემსახურება სადგღაც 7000-მდე ბენეფიციარს, რომელთაგან უმეტესობა არის სოციალურად დაუცველი. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ეს არის მესამე ძარცვა. წინა ორი შემხტვევაში იყვნენ არასრწულწლოვნები. ძალიან დიდი ზარალია ჩვენთვის. კამერები აგდაჭრილია”, – ამბობს კლინიკის დირექტორი

banner
წინა სტატიაში“მატიაშვილმა კიდევ ორ ქალს სცემა”- ბაია პატარაია
შემდეგი სტატია“შეინიშნება შემაშფოთებელი ტენდენცია”- ევროპის სამეცნიერო ჩართულობის ასოციაცია ილიაუნს მხარდაჭერას უცხადებს