ლილოს ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ლილოში მდებარე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მერიის ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი გამოიყო. ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგება.

ნაგავსაყრელზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა. კახა კალაძის განცხადებით, აუცილებელია ლილოში არსებული ნაგავსაყრელის დახურვა და კონსერვაცია.

„ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი, რომელიც არის დღეს მოქმედი, საჭიროა მისი დახურვა, კონსერვაცია, გაზშემკრების მოწყობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, გრუნტის წყლების გაფილტვრითი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს მეთანის სუნის პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, ეს პრობლემა იქნება მოგვარებული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითუ რატომ არ იმყოფებოდა გროზნოს მერი სიაში, ამაზე, ალბათ, კითხვები ყოფილ ხელისუფლებასთან მექნებოდა – თეა წულუკიანი
შემდეგი სტატიასამსონ ქუთათელაძეს პირადად ჩემთან არაერთხელ უსაუბრია, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა