“ლილოს” მოვაჭრეები აქციას მართავენ

“ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები აქციას მართავენ. მათთვის შერჩევითი და მიუღებელია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება – რომლითაც 24 დეკემბრიდან მოლები იხსნება, მაგრამ ბაზრობები არა – და ამბობენ, რომ ღია სივრცეში ვირუსის გადადების ნაკლები შანსი არსებობს.

“არაკანონიერად მიგვაჩნია, რომ იხსნება მარტო მოლები. მოლები დახურული სივრცეა, მეტადაა ვირუსის გამავრცელები, ვიდრე ბაზრობები. ჩვენც გვინდა არსებობა, ოჯახების შენახვა”, – ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

“თუ იხსნება, მაშინ ყველა გავიხსნათ, თუ არა და, ყველა დავიკეტოთ. ცუდ დღეში ვართ… ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს”, – თქვა ერთერთმა მოვაჭრემ.

“ლილოს” გარდა, პროტესტს გამოთქვამენ “თერგის” ბაზრობის მოვაჭრეებიც. ისინი საუბრობენ ზარალსა და შეზღუდვის გამო გაზრდილ ვალზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: თუ ადამიანს თავშესაფარი არ აქვს, ეს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტს ვერ გაამართლებს