ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო

ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო. ლილოს ბაზრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზეუსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

მათივე განცხადებით, მომხმარებლებისთვის ბაზრობაზე მისვლა და ვაჭრობა უსაფრთხოა.

“კიდევ უფრო მეტად გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, მკაცრი კონტროლი მიდის. შესაბამისად, უსაფრთხოა მომხმარებლებისთვის ბაზრობაზე მოსვლა და ვაჭრობა. ლილოს ბაზრობის დახურვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ“- განაცხადეს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიან სკრინინგზე გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ აღნიშნულ ბაზრობაზე გარდაბნის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მუშაობს.

banner
წინა სტატიაში19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 5 – გაჩიანს, 2 – იმპორტირებულია, 1 – სამედიცინო პერსონალია, 3-ის ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : 200 ბავშვსა და 250 ზრდასრულზე გათვლილი სამედიცინო ცენტრი აშშ-საქართველოს სისტემური თანამშრომლობის შედეგია