„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი – უსამართლო გადაწყვეტილებაა, რომ არ იხსნება ღია სივრცე, რომელიც უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტები

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, შეზღუდვებთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან არ იხსნება ღია სივრცე, რომელიც უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტები.

მისივე თქმით, ხალხი თავს დისკრიმინირებულად მიიჩნევს და ვითარების კონტროლი რთულია.

„დაკეტილია ტერიტორია და ვინ რას აპროტესტებს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, პოზიცია არის ის, რომ რეალურად უსამართლო გადაწყვეტილებაა, ვიყავით შეთანხმებულები სამივეჯერ და სამივეჯერ მოვტყუვდით, ამიტომ ეს ხალხი თვლის თავს დაჩაგრულად, დისკრიმინირებულად. ამიტომ ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ ამ მდგომარეობას, თორემ იმაში, რომ ერთიანად არ გახსნილიყო ან გახსნილიყო, პრობლემა არ იყო. ამდენი ხანი ჩვენ სიტუაციას ყოველთვის ვაკონტროლებდით და ახლა ეს ხალხი ფაქტობრივად დარჩა ყველაფრის გარეშე. რეალურად უსამართლო არის, რომ იხსნება მხოლოდ ნაწილი და არ იხსნება ღია სივრცე, რომელიც უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტები“, – განაცხადა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ.

„ლილო მოლის“ მოვაჭრეები მუშაობის განახლების უფლებას ითხოვენ. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი თებერვლიდან მაღაზიებს თვითნებურად გახსნიან.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ცალკეული პირების პარლამენტში შესვლა საერთო ფონს ვერ შეცვლის
შემდეგი სტატიასაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას